ფოტო
წარმოების უბნის უფროსი
12-06-2025 - 30-06-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა  და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com   ან Facebook გვერდზე georgias natural                                                                              

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ორგანული წვენების საწარმოში წარმოების უბნის უფროსის პოზიციაზე.

 

ფუნქცია მოვალეობები

  • წარმოების პროცესების კოორდინაცია და კონტროლი.
  • ყოველდღიური წარმოების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.
  • პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი დადგენილ სტანდარტებთან.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მონიტორინგი
  • თანამშრომლების მოტივაციის უზრუნველყოფა და მათი მუშაობის ეფექტიანობის შეფასება.
  • ნედლეულისა და მასალების ოპტიმალური გამოყენების კონტროლი.
  • დანაკარგების შემცირება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდა.
  • დანადგარებისა და მოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფა.
  • საწარმოო უსაფრთხოების წესების დაცვა და შესაბამისი რეგულაციების შესრულება.
  • წარმოების მენეჯერისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება.
  • საწარმოო პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენა.

           

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია განათლება - უმაღლესი;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;

 

უნარები

  • მართვის უნარი
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

 "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural"- ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გისურვებთ წარმატებას!

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!