ფოტო
მძღოლ-დისტრიბუტორი
11-06-2025 - 30-06-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სანზონა, გურამიშვილის 17მ სამუშაო გრაფიკი : 09:00 – 18:00

დასვენება : კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დადგენილი მარშუტის შასაბამისად ობიექტების მომარაგება;
  • პროდუქციის მითვლა/დადასტურება ზედნადების შესაბამისად;
  • პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
  • მინდობილი და სხვა ტექნიკური მოწყობილებების მოვლა და გაფრთხილება;
  • შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;

** დოკუმენტებთან მუშაობის  უნარი; ** მექანიკის მართვის მოწმობა (B კატეგორია)  

 

უნარები: ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობიანი; ** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!