კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოებაში ეტიკეტის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი , სანზონა, დავით გურამიშვილის გამზირი 17მ
სამუშაო საათები: 09:00-15:00 და 15:00-21:00 დასვენება კვირა
ფუნქცია მოვალეობები
- მანქანა დანადგარის საწარმოო პროცესისთვის მომზადება ჩართვა დარეგულირება;
- ეტიკეტების მიღება გახარჯვის აღრიცხვა;
- მანქანა დანადგარების დასუფთავება;
- მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
უნარები
- გუნდური მუშაობის უნარი
- ყურადღებიანი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული