კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural -ის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ინვენტარიზაციების ბუღალტრის პოზიციაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს კომპანიის ბალანსზე და მფლობელობაში არსებული ნებისმიერი აქტივის სააღრიცხვო და ფაქტიური მონაცემების თანხვედრა.
ფუნქცია მოვალეობები:
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
- არსებული მარაგებისა და აქტივების აღრიცხვა და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება;
- ინვენტარიზაციის აქტების მომზადება და ანგარიშგება;
- შესაძლო გადახრების იდენთიფიცირება და შესაბამისი კორექტივების განხორციელება;
- ინვენტარიზაციის პროცესში, საწყობისა და წარმოების გუნდთან თანამშრომლობა;
- შიდა პოლიტიკებისა და ფინანსური რეგულაციების დაცვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის ოპტიმიზაციაზე რეკომენდაციების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბუღალტრული აღრიცხვის ან ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ინვენტარიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Fina-ში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს);
- Excel-ის ცოდნა;
- მონაცემებთან მუშაობის და ანალიზის უნარი
უნარები
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
საყურადღებოა:
- პოზიცია ითვალისწინებს პერიოდულ მივლინებებს ბათუმსა და ყვარელში;
- სამუშაო დრო თანხმდება ჯგუფთან ერთად და არ აღემატება კვირაში 40 საათს;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა და ყავდეს საკუთარი ავტომობილი. საწვავს აანაზღაურებს კომპანია;
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ონლაინ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
- პროფესიული უნარების და ექსელის ტესტი;
- შემაჯამებელი გასაუბრება.
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გისურვებთ წარმატებას!