ფოტო
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
17-06-2025 - 30-06-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა  და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი

ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს

საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

 

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural  არ არის მხოლოდ ბიზნესი — ეს არის ქართულ მიწაზე შექმნილი ქართული ინოვაციური პროდუქტი, რომლის ხარისხსაც დღეს უკვე აღიარებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.    დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com    ან Facebook გვერდზე  georgias natural        

 

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ HR სპეციალისტს, რომელსაც უყვარს ადამიენები, აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი,  საქმეს უდგება მაღალი პასუხისმგებლობით, არის დეტალებზე ორიენტირებული და  პუნქტუალური.

           

სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა

სამუშაო საათები:09:30-18:30

დასვენება: შაბათი კვირა

ანაზღაურება: 3 თვიანი გამოსაცდელ პერიოდის განმავლობაში  1200 ლარი,  გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ  1500 ლარი.

ფუნქცია მოვალეობები

  • სხვადასხვა შერჩევის არხებით ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • რეზიუმეების გადარჩევა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კანდიდატების ბაზების წარმოება და რეზერვების მართვა;
  • შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა HR დოკუმენტაციის მომზადება;
  • პერსონალის ბაზების მართვა და განახლება;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
  • შიდა რეგულაციების და შრომის კოდექსის დაცვის კონტროლი;
  • სხვადასხვა HR პროცესებში ჩართულობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული, ფსიქოლოგიური ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office : Word, Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რეკრუტინგის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!