კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში
სტაჟირების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ
ანაზღაურება: 800 ლარი
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:
- რომელსაც სურს HR-ის მიმართულებით განვითარება ან/და პროფესიის შეცვლა.
- იცის ინგლისური ენა B2 დონიდან;
- იცის საოფისე პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ი;
- შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
- აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი;
- ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა;
- არის დეტალებზე ორიენტირებული;
- კარგად უძღვება პრეზენტაციას;
- აქვს ადაპტაციის კარგი უნარი.
სტაჟირების პერიოდში თქვენ ისწავლით :
რეკრუტინგის მიმართულებით:
- საკადრო დაგეგმარებას;
- გაეცნობით სხვადასხვა შერჩევის არხებს და ისწავლით მათ გამოყენებას;
- გაეცნობით კომპანიაში დანერგილ შერჩევის ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას;
- მონაწილეობას მიიღებთ შერჩევის დაგეგმვა ორგანიზებაში და გასაუბრების წარმართვის პროცესში;
HR ადმინისტრირების მიმართულებით:
- გაეცნობით კომპანიის HR პროცესებს და პროცედურებს;
- ისწავლით HR დოკუმენტების და პირადი საქმეების წარმოება;
- ისწავლით ბაზებთან და HR მეტრიკებთან მუშაობას;
- მონაწილეობას მიიღებთ სამუშაო პროცესების ანალიზში და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნაში.